ესპანეთის ლა ლიგის მე-14 ტური „ჟირონას“ და „ბილბაოს“ მატჩით დასრულდა, რის შედეგადაც ლა ლიგაში ორხელისუფლიანობა დამყარდა.
კატალონიელებმა მოგებების სერია შეწყვიტეს და ერთპიროვნული ლიდერობა დაკარგეს. „ჟირონა“ ვიქტორ ციგანკოვის გოლით იგებდა, რასაც მალევე ინიაკი უილიამსმა უპასუხა და 1:1.
ლა ლიგას 14 ტურის შემდეგ „რეალი“ და „ჟირონა“ 35-35 ქულით ლიდერობენ, მომდევნო ტურში კი სეზონის აღმოჩენის, „ჟირონას“ მეტოქე გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ იქნება.