ფეხბურთი

23:55 | 27.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" ოსიმენის ყიდვას აპირებს

ლონდონის „ჩელსი“ „ნაპოლის“ თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის შეძენას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას Telegraph-ი ავრცელებს.

ბრიტანული მედიის ცნობით, ინგლისელები მზად არიან ნიგერიელში 100 მილიონ გირვანქა სტერლინგზე მეტი გადაიხადონ, რაზეც ნეაპოლელები უარს ვერ იტყვიან, მით უფრო, რომ ფეხბურთელის ოცნება პრემიერლიგაში თამაშია. გამორიცხული არ არის, გარიგება იანვარშიც კი შედგეს. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია.

ვიქტორ ოსიმენმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 11 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა. მას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2025 წელს ეუწრება, შესაბამისად, თუ მხარეები შეთანხმებას განახლებაზე ვერ მიაღწევენ, „ნაპოლი“ იძულებული იქნება, იანვარში ან ზაფხულში ოსიმენი გაყიდოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.060551