კალათბურთი

0:39 | 27.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

100%-იანი შერმადინი

ესპანეთის ლიგა ენდესას მე-11 ტურში „ლენოვო ტენერიფემ“ სტუმრად „გრან კანარია“ 94:82 დაამარცხა.

მატჩის ძირითადი დრო 74:74 დასრულდა, ოვერ-ტაიმში კი სტუმრებმა უკეთ ითამაშეს და გაიმარჯვეს.

გიორგი შერმადინმა 26:21 წუთში 24 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 9-დან 9 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ამრიგად, 100%-იანი სიზუსტით ისროლა.

„ლენოვო ტენერიფე“ ლიგა ენდესაში 6 მოგებით და 5 წაგებით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 2 დეკემბერს, „ობრადოიროს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111177