ფეხბურთი

20:49 | 26.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემის" ზედიზედ მესამე წაგება

ლონდონის „ტოტენჰემი“ სამი ტურის წინ დაუმარცხებელი და პრემიერლიგაში ლიდერი იყო, მაგრამ ზედიზედ მესამედ წააგო და სიტუაცია შეიცვალა.

ანგე პოსტეკოღლუს გუნდმა ამჯერად შინ „ასტონ ვილასთან“ განიცადა მარცხი მიუხედავად იმისა, რომ ჯოვანი ლო სელსოს გოლით იგებდა. პაუ ტორესმა და ოლი უოტკინსმა უნაი ემერის გუნდს მოაგებინეს.

სხვათა შორის, „ტოტენჰემმა“ ბოლო სამი თამაში ისე წააგო, რომ თავიდან იგებდა. შედეგად, „მამლები“ 26 ქულით მეხუთე ადგილზე დაქვეითდნენ, ხოლო „ასტონ ვილა“ 28 ქულით მესამე-მეოთხე ადგილებს „ლივერპულთან“ ერთად იყოფს.

„ტოტენჰემი“ – „ასტონ ვილა“ 1:2 (1:1)

გოლები: 1:0 ლო სელსო (22), 1:1 ტორესი (45), 1:2 უოტკინსი (61)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108946