თამაშგარე

17:34 | 26.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

წარსულის ლანდები - ირინა და კრიშტიანუ

რუს-თათარი მოდელი ირინა შეიკი 37 წლის მოიყარა და ამ დროის მანძილზე პირად ცხოვრებაში იმდენი და ისეთები გადახდა, გვარიანი სქელი წიგნი დაიწერება. 2019 წელს მსახიობ ბრედლი კუპერთან დაშორების შემდეგ, ირინა კვლავ მარტო ყოფნას ამჯობინებს და თავის ერთადერთ შვილს უვლის.

ბრედლი კუპერს კი როგორც ჩანს დიდი სულიერი ტრავმა მიუღია ირინას მისი ცხოვრებიდან წასვლის შემდეგ და ამას არც ჟურნალისტებთან საუბრის დროს მალავს. გასულ თვეში, აშშ-ს ერთ-ერთ ბულვარულ გამოცემასთან ინტერვიუში მსახიობმა დაიჩივლა, რომ ირინა შეიკს იგი ბოლომდე არასოდეს ყვარებია და ამას მალევე მიხვდა.

როგორც კუპერი ამბობს, ირინას მასთან თანაცხოვრების დროს ჯერ ისევ უყვარდა პორტუგალიელი ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც ვერა და ვერ დაივიწყა და სწორედ ახმახი შემტევის ხატება იყო მათი ოჯახში არსებული მუდმივი კონფლიქტისა და გაურკვევლობის მიზეზი. ცოლს რომ სხვა კაცი უყვარს, ეს როგორი ასატანია, - ამის განცდას ჩვენ არავის ვურჩევდით...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115645