ფეხბურთი

14:39 | 26.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "ალბათ, ჰგონიათ, რომ ხალხი სტადიონზე კვარას კი არა, ჰატებურის საყურებლად დადის"

იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო ძილიანიმ კომენტარი გააკეთა „ატალანტას“ მცველის, ჰანს ჰატებურის უხეშობაზე, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას ფეხებში რამდენჯერმე ჩაარტყა.

თუმცა, ნიდერლანდელ ფეხბურთელს მსაჯმა ყვითელი ბარათი არც უჩვენა, რაზეც ძილიან მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა:

„საბედნიეროდ ჰატებური მოედანზე მხოლოდ 33-ე წუთზე შევიდა, რადგან მატჩის ორი მესამედი მხოლოდ კვარაცხელიაზე უხეშობაში გაატარა, ხოლო მსაჯს არც კი გაუფრთხილებია. როგორც ჩანს, იტალიის სამსაჯო კორპუსში ფიქრობენ, რომ ხალხი სტადიონზე არა კვარას თამაშის სანახავად, არამედ ჰატებურის თამაშის სანახავად დადის“, - დაწერა ძილიანიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ „ატალანტა“ 2:1 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი მიმდინარე სეზონში მეოთხე გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113449