ფეხბურთი

13:35 | 26.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვეტერანი ფეხბურთელი: "ატალანტასთან" კვარაცხელიას თამაშმა ჩემზე ორი რაღაცით მოახდინა შთაბეჭდილება"

ვეტერანმა ფეხბურთელმა დარიო მარკოლინმა „ატალანტასთან“ მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ვალტერ მაძარისთან თამაშის შემდეგ კოცნა და ჩახუტება ცხადყოფს, რომ გუნდში ატმოსფერო შეიცვალა.

„კვარას დღევანდელი თამაშიდან ორმა რაღაცამ მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება: მაძარის კოცნა მატჩის ბოლოს, რაც ცხადყოფს, რომ რაღაც შეიცვალა და ის ფაქტი, რომ მან მოედნის ყველა წერტილში ითამაშა. არა მხოლოდ მან, ლობოტკამ და ანგისამაც შესანიშნავად ითამაშეს. „ნაპოლის“ ფეხბურთელების მოტივაცია შეიცვალა, მაძარის სწორედ ფეხბურთელების მენტალური დამოკიდებულება უნდა შეეცვალა და მან ეს გააკეთა“, - თქვა მარკოლინმა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ „ატალანტა“ 2:1 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი მიმდინარე სეზონში მეოთხე გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135473