ფეხბურთი

2:16 | 26.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

„აიაქსმა“ „ვიტესი“ გაანადგურა. მიქაუტაძე მინდორზე 68-ე წუთზე გამოჩნდა

ნიდერლანდების ჩემპიონატის მე-13 ტურში „აიაქსმა“ შინ „ვიტესს“ 5:0 მოუგო. გოლები ჰატომ, ჰლინსონმა, აკპომ და ტეილორმა გაიტანეს. ერთი ბურთი საკუთარ კარში ოროზმა შეაგდო.

ჩვენი გიორგი მიქაუტაძე მინდორზე 68-ე წუთზე გამოჩნდა აკპომის ნაცვლად და შედეგიანი ქმედება არ განუხორციელებია.

„აიაქსმა“ 15 ქულა მოაგროვა და ცხრილში მე-8 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115228