ფეხბურთი

21:10 | 25.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვემ ვარდისთან წააგო

გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ ინგლისური ჩემპიონშიფის მე-17 ტურში ლესტერშირს ესტუმრა და „ლესტერთან“ 0:2 წააგო. დუბლი მიითვალა ახლო წარსულში პრემიერლიგის ერთ-ერთმა მთავარმა მეგოლემ, ჯეიმი ვარდიმ, მან ანგარიში 76-ე წუთზე გახსნა, 95-ზე კი მეორედ გამოიჩინა თავი.

ქართველი თამაშში 56-ე წუთზე ჩაერთო მაროკოელი იმრან ლუზას ნაცვლად. ბოლოსკენ სტუმრები კაცნაკლულნი დარჩნენ, მსაჯმა ორი ყვითელი უჩვენა ავსტრიელ დანიელ ბახმანს.

ახლა „უოტფორდი“ სატურნირო ცხრილში 21 ქულით მე-15 ადგილზეა. 42-ქულიანი „ლესტერი“ კი ლიდერი გახლავთ.

0.111677