პრემიერლიგის მე-13 ტურის ადრეულ მატჩში „მანჩესტერ სიტიმ“ „ლივერპულს“ უმასპინძლა. შეხვედრა 1:1 დასრულდა.
არიში 27-ე წუთზე „სიტის“ ფორვარდმა, ერლინგ ჰოლანდმა გახსნა. ეს ნორვეგიელის 50-ე გოლი გახლდათ პრემიერლიგის 48 მატჩში, ხოლო ინგლისის ჩემპიონატის 21 გუნდიდან მან 20-ის კარში გატანა შეძლო.
საპასუხო ბურთი ლივერპულელებმა მე-80 წუთზე შეაგდეს. ტრენტ-ალექსანდერ არნოლდმა საჯარიმოს გარედან ულამაზესი ბურთი გაიტანა. ეს ტრენტის პირველი გოლი გახლდათ მიმდინარე სეზონში.
ამისდაკვალად, 29-ქულიანი „სიტი“ კვლავ ლიდერად რჩება. „ლივერპილი“ „ქალაქელებს“ ერთი პუნქტით ჩამორჩება. თუმცა, დღესვე „არსენალი“ „ბრენტფოდს“ ეწვევა და თუ მოუგო, გალიდერდება.