ფეხბურთი

15:24 | 25.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი: „მიულერს „კიოლნის“ წინააღმდეგ თამაშის უფლება არ მივეცი, მაგრამ მას გუნდში განსაკუთრებული როლი აქვს“

„ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა, განმარტა თავისი გადაწყვეტილება, რატომ არ მოხვდა თომას მიულერი „კიოლნთან“ ბუნდესლიგის მე-12 ტურის მატჩში (1:0) სასტარტო შემადგენლობაში.

„გვინდოდა ჩუპო-მოტინგი გვეთამაშებინა, რომელიც კარგად ირჯება „მეორე სართულზე.“ „კიოლნი,“ როგორც წესი, ძალიან აგრესიულია, ამიტომ თავიდანვე ველოდებოდით მათ აქტიურობას. სწორედ ეს პერიოდი გვინდოდა გამოგვეყენებინა ჩუპო-მოტინგის შორი პასებით მოსაძებნად.

გარდა ამისა, ის ძალიან კარგად ვარჯიშობდა მთელი კვირის განმავლობაში. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა გააცნობიერონ, მათ აქვთ შანსი, მოხვდნენ გუნდში, თუ კარგად გამოავლენენ თავს ვარჯიშზე.

კარგად ვიცი, რომ თომასი მნიშვნელოვან როლს თამაშობს კლუბში, მაშინაც კი, თუ ეს არ ჩანს ახლა მისი სათამაშო დროიდან გამომდინარე. „ბაიერნში“ ყოველთვის არის სიტუაცია, როდესაც მოთამაშეებს სურთ მატჩის დაწყება პირველივე წუთებიდან. თუმცა, მესმის, რომ თომას განსაკუთრებული როლი აქვს. ჩვენ მის მიმართ ყურადღება გავზარდეთ“, - ციტირებს ტუხელის სიტყვებს Bild.

მიმდინარე სეზონში მიულერმა ყველა ტურნირზე 14 მატჩი ჩაატარა, რომელშიც მოედანზე სულ 483 წუთი გაატარა.

0.111144