ფეხბურთი

14:50 | 25.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

მაძარი: „წუწუნად“ მიცნობენ მაგრამ „ნაპოლიში“ მუშაობა აღარ მაძლევს ჩივილის უფლებას“

„ნაპოლის“ ახალმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ ნეაპოლიტანური კლუბის მთავარ მწვრთნელად დანიშვნასთან დაკავშირებით თავისი ემოციები გაუზიარა ჟურნალისტებს.

„აღფრთოვანებული ვარ, ეს არის საუკეთესო გუნდი, ვისთანაც ოდესმე მიმუშავია. უნდა მივაქციო ყურადღება იმას, რასაც ვამბობ, რადგან ცნობილია, რომ „წუწუნა“ ვარ. მაგრამ ახლა აღარ შემიძლია წუწუნი. ეს არის მაძარის ახალი ვერსია, ახლა დამშვიდებული გახლავართ.

გასულ სეზონში სპალეტიმ და კლუბის ხელმძღვანელობამ შედევრი შქმნეს, რომლის ცქერაც თვალწარმტაცი იყო. როდესაც ხედავ მსგავს გუნდს, იმედი გაქვს, რომ ერთ დღეს შეძლებ მის ხელმძღვანელობას. მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს, რომ დამირეკა. იმედი მაქვს, რომ სეზონის ბოლომდე „ნაპოლის" ვავარჯიშებ", - ციტირებს მაძარის სიტყვებს Football Italia.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 25 ნოემბერს, იტალიის სერია A-ს მე-13 ტურის მატჩში „ნაპოლი“ „ატალანტას“ სტუმრად დაუპირისპირდება, ამ შხვედრაში მაძარის რე-დებიუტი შედგება (ის „ნაპოლიში“ ადრეც მუშაობდა). მატჩი თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.

0.116422