ფეხბურთი

11:45 | 25.11.2023 | ნანახია 533 - ჯერ

პაოლო მალდინი: "რონალდოს შეჩერება შეუძლებელი იყო"

„მილანის“ და იტალიური ფეხბურთის ლეგენდარულმა მცველმა პაოლო მალდინიმ განაცხადა, რომ დიეგო მარადონასა და ბრაზილიელი რონალდოს შეჩერება შეუძლებელი იყო.

მან 2005 წელს ჩემპიონთა ლიგის წაგებული ფინალიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მატჩის დასაწყისშივე მიხვდა, უცნაური თამაში რომ იქნებოდა.

„სტამბოლის ფინალში გოლი თამაშის დაწყებიდან 40 წამში გავიტანე და შემდეგ გავიფიქრე: უცნაური საღამოა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი 40 წამში მე გავიტანე... რონალდო ძალიან მაგარი ფეხბურთელი იყო, მისი და მარადონას განეიტრალება შეუძლებელი იყო“, - თქვა მალდინიმ.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:04 | 10.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

თორემ უფრო ბევრს მიახწევდა

01:04 | 10.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ტტრამვის მორჩენის მერე ისეთი ვეღარ გახდა

01:03 | 10.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

მაგრამ იმ ტრავმამ სულ შეცვალა მისი კარიერა

01:03 | 10.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

მართლა შეუჩერებელი იყო

0.123665