ფეხბურთი

11:05 | 25.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჰარი კეინის ორი რეკორდი ბუნდესლიგაში

მიუნხენის „ბაიერნს“ ბუნდესლიგის მე-12 ტურში „კიოლნთან“ ჰარი კეინმა მოაგებინა (1:0), რომელმაც ორი რეკორდიც დაამყარა.

კეინი ბუნდესლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც სეზონის საწყის 12 ტურში 18 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, პირველი ინგლისელია, რომელმაც ბუნდესლიგის ერთ სეზონში 18 გოლი გაიტანა. არადა, ჰარის მთელი სეზონი წინ აქვს და ცხადია მონაგარს კიდევ უფრო გაზრდის.

ბუნდესლიგის ერთ სეზონში ინგლისელ ფეხბურთელებში აქამდე საუკეთესო შედეგი ჯეიდონ სანჩოს ჰქონდა - 17 გოლი. ხუთეული კი ასეთია:

18 გოლი - ჰარი კეინი (2023-2024)

17 - ჯეიდონ სანჩო (2019-2020)

17 - კევინ კიგანი (1978-1979)

15 - ტონი ვუდკოკი (1981-1982)

12 - ჯეიდონ სანჩო (2018-2019)

0.121954