საუდი არაბეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში „ალ-ნასრმა“ საკუთარ მოედანზე „ალ-ოხდუდი“ 3:0 დაამარცხა.
სტუმართა რიგებში სოლომონ კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა. მოედანზე საუკეთესო კი კრიშტიანუ რონალდუ იყო, რომელმაც 77-ე და მე-80 წუთებზე დუბლი შეასრულა. კრიშტიანუ 15 გოლით ლიდერობს საუდი პრო ლიგის ბომბარდირთა დავას.
„ალ-ნასრი“ 34 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „ალ-ჰილალს“ ქულით ჩამორჩება, ხოლო „ალ-ოხდუდი“ 10 ქულით გასავარდნ ზონაში, მე-16 პოზიციაზეა და მომდევნო ტურში 2 დეკემბერს, „ალ-ეტიფაქს“ უმასპინძლებს.