ფეხბურთი

18:40 | 24.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

საბა საზონოვს ოპერაცია გაუკეთეს და "ბოლონიასთან" ვერ ითამაშებს

საქართველოს ნაკრების მცველი საბა საზონოვი ტრავმირებულია და უახლოეს მატჩს „ბოლონიას“ წინააღმდეგ გამოტოვებს.

როგორც „ტორინოს“ ვებგვერდი იტყობინება, ცხვრის ძვლის მოტეხილობის გამო საბას ოპერაცია გაუკეთეს. ქირურგიული ჩარევა ტურინში, პროფესორმა ლიბერო ტუბინომ ჩაატარა და მას „ტორინოს“ სამედიცინო პერსონალიც დაესწრო.

საზონოვი ვარჯიშს მომავალ კვირაში დამცავი ნიღბით განაახლებს, შესაბამისად, 27 ნოემბერს, „ბოლონიასთან“ დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

მიმდინარე სეზონში საბა საზონოვი „ტორინოს“ ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება და მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა, საიდანაც ორჯერ შეცვლაზე ითამაშა.

0.1118