მარიო ბალოტელი ავტოავარიაში მოჰყვა. ინციდენტი ბრეშაში მოხდა. ბალოტელი, რომელიც „აუდის“ მარკის ავტომობილს მართავდა, გზის სავალი ნაწილის ჯებირს დაეჯახა.
მანქანა განადგურდა, მაგრამ რაც მთავარია ბალოტელი ავარიას უვნებლად გადაურჩა. აღსანიშნავია, რომ მარიომ პოლიციას უარი უთხრა ალკოტესტის ჩაბარებაზე, რაც ცხადია იწვევს ეჭვს, რომ ის საჭესთან არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.
მარიო ბალოტელი ამჟამად თურქულ „ადანა დემირსპორში“ თამაშობს, თუმცა შვებულებას ბრეშაში ატარებდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბევრი იყო ესეთი პერსპექტიული მაგრამ მერე ვერ განვითარდნენ
მაგრამ ძაან გაანიავა თავისი საქციელით
არადა როგორი პესპექტიული ჩანდა
ოხ ბალო ბალო
ავარიის ოქმი ხომ არ გექნებათ რომ გამოაქვეყნოთ?!