Kiss Kiss Napoli-ს დირექტორმა ვალტერ დე მაჯომ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია თუ „ნაპოლის“ დატოვებს, სურს მადრიდის „რეალში“ იხილოს.
„წავიკითხე კვარაცხელიას მიმართ „ჩელსის“ ინტერესის“ შესახებ, მაგრამ თუ ერთ დღეს კვარაცხელია „ნაპოლის“ დატოვებს, ვისურვებდი მადრიდის „რეალში“ მენახა“, - თქვა დე მაჯომ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას არაერთ გუნდს უკავშირებენ, თუმცა ამავდროულად იტალიური მედია „ნაპოლისთან“ კონტრაქტის განახლების შესახებაც წერს.