ფეხბურთი

0:17 | 24.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "დე ლაურენტისმა კვარაცხელიას კონტრაქტის საკითხი უნდა მოაგვაროს"

Sky Sport-ის სატრანსფერო ექსპერტმა ლუკა მარკეტიმ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის განახლების საკითხზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, საამისოდ სიტუაცია მომწიფებულია, მაგრამ აქამდეც ასე იყო, თუმცა აურელიო დე ლაურენტისს ჯერ საბოლოო ნაბიჯი არ გადაუდგამს.

„ჩემი აზრით, კონტრაქტის განახლება ადრეც მომწიფებული იყო, ამ საკითხზე განცდები დადებითია, მაგრამ ასევე იყო ზაფხულში ჟიელინსკის და ოსიმენის კონტრაქტებზეც, მაგრამ მოლაპარაკებები ჯერაც არ დასრულებულა. კონტრაქტის განახლების საკითხი წარმოადგენს პრობლემას, რომელიც დე ლაურენტისმა აუცილებლად უნდა გადაჭრას, რათა თავიდან აიცილოს მტკივნეული საკითხების მომატება“, - თქვა მარკეტიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და სეზონში 1.2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

0.121174