ფეხბურთი

23:01 | 23.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტი: "არაფერი მოგვიპარავს, იტალია ევროპის ჩემპიონატზე დამსახურებულად გავიდა"

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „ნაპოლის“ პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ იტალიამ უკრაინასთან მატჩი მოიპარა, რადგან მატჩის მიწურულს უკრაინელთა სასარგებლოდ პენალტი არ დაინიშნა.

სპალეტიმ აღნიშნა, რომ ეპიზოდი საკამათო იყო, მაგრამ იტალიას არაფერი მოუპარავს და მეტოქეს აჯობა.

„ჩვენ არაფერი მოგვიპარავს. ევროპის ჩემპიონატზე გასვლა არ დაგვიმსახურებია, არამედ ძალიან დავიმსახურეთ. არ არის სწორი ერთი ეპიზოდით შეფასება, მთელი თამაშის ნახვაა საჭირო. რთული მატჩი იყო იმ ზეწოლის გამო, რაც მას ჰქონდა და პენალტის ეპიზოდი შეიძლება საეჭვო იყოს, მაგრამ ყველაფერი ნათელი არ იყო, როგორც ამას ბევრი ამბობს.

„იუვე“-„ინტერი“ სკუდეტოს მატჩია? ძალიან ადრეა ამის თქმა. „მილანი“ და „ნაპოლიც“ თანაბრად არიან საჩემპიონო რბოლაში. ტოპკლუბები არიან და ჩემპიონობისთვის ბოლომდე ბრძოლა შეუძლიათ“, - თქვა სპალეტიმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108888