ფეხბურთი

17:28 | 23.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "ჩვენი გულშემატკივრის წყალობით დიდი სხვაობაა შინ და სტუმრად თამაშს შორის"

შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევრო 2024-ის პლეი-ოფის წილისყრა გაიმართა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ C ლიგის ფინალს საქართველო-ლუქსემბურგის წყვილში გამარჯვებული უმასპინძლებს.

შესაბამისად, საქართველოს ნაკრები ამ ბარიერს თუ გადალახავს, ფინალში საბერძნეთს ან ყაზახეთს "დინამო არენაზე" უმასპინძლებს. წილისყრა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა შეაფასეს.

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ჩვენი შესანიშნავი გულშემატკივრის გათვალისწინებით, დიდი სხვაობაა საკუთარ მოედანზე და სტუმრად თამაშს შორის. ფინალზე ფიქრი ჯერჯერობით არ მსურს, რადგან ჯერ ნახევარფინალი გვაქვს სათამაშო. ბედნიერი ვარ, რომ ლუქსემბურგთან საშინაო კედლებში ვითამაშებთ. დარწმუნებული ვარ, სტადიონი გაივსება და შესანიშნავი ატმოსფერო იქნება. 10-15 წლის წინ, ლუქსემბურგი საფეხბურთო თვალსაზრისით დიდ ქვეყნად არ ითვლებოდა. თუმცა, ბოლო პერიოდში დიდი სამუშაო გასწიეს და ბევრი ფეხბურთელი მოიწვიეს სხვადასხვა ქვეყნიდან. ახლა, ლუქსემბურგის ნაკრები გერმანიის და იტალიის კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. ასე რომ, რთული თამაში გველის, თუმცა ჩვენი გულშემატკივრის მხარდაჭერით, გამარჯვების გარდა სხვა სცენარის წარმოდგენა მიჭირს.

ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენეტი): "საკუთარ მოედანზე თამაშს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ერთა ლიგაზე სწორედ ამაზე ვიყავით კონცენტრირებულიები, რათა მოგვეგო მაქსიმალურად ყველა თამაში და ეს უპირატესობა მოგვეპოვებინა ნახევარფინალში. ლუქსემბურგი ძლიერი გუნდია, კარგად ითამაშა შესარჩევი ციკლი. მნიშვენლოვანია ჩვენი გულშემატკივრის ენერგია და მჯერა ჩვენი გუნდის, ჩვენი ბიჭების. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავიმარჯვოთ ნახევარფინალში და მოვიპოვოთ ფინალში თამაშის ფულება, რომელიც ასევე სქართველოშია, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. გულშემატკივართან ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ავიხდინოთ ოცნება, რასაც ევროპის ჩემპიონატზე თამაში ქვია".

შეგახსენებთ, რომ საქართველო-ლუქსემბურგის მატჩი 21 მარტს გაიმართება, ხოლო ფინალი 26 მარტსაა დაგეგმილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101093