„ვირტუს ბოლონიას“ კალათბურთელი თორნიკე შენგელია, რომელსაც ბრწყინვალე სეზონი აქვს, სერია A-ს მე-8 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ბოლო ტურში „ბრეშასთან“ გაიბრწყინა, რომლის წინააღმდეგ 26 ქულა, 6 მოხსნა, 7 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია ოქტომბერში, როგორც სერია A-ში, ისე ევროლიგაში თვის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს.