ფეხბურთი

15:46 | 23.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსი" კვარაცხელიათი დაინტერესდა

„ჩელსი“ „ნაპოლის“ გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესაძენად ბრძოლაში ჩაერთო - გვამცნობს ESPN.

ლონდონელების სურვილი, 22 წლის ქართველთან გააფორმონ კონტრაქტი, კლუბის სტრატეგიას ეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავს დიდი პოტენციალის მქონე ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელების შეძენას. თუმცა, „ნაპოლის“ კვარაცხელიას გაყიდვა არ სურს და 2028 წლის ზაფხულამდე კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ნეაპოლელები ხვიჩას 100 მილიონ ევროზე მეტს აფასებენ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ჩელსის,“ „მანჩესტერ სიტის,“ „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ნიუკასლის“ სკაუტები დაესწრნენ ევრო 2024-ის შესარჩევი ტურნირის ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩს (3:1) და კვარაცხელიას თამაშს თვალყური ადევნეს.

მისი კონტრაქტი კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. პორტალი Transfermarkt გარემარბს 85 მილიონ ევროდ აფასებს.

0.118598