ფეხბურთი

14:23 | 23.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიუ: „მხოლოდ ჩემსავით გიჟს შეუძლია მადრიდის „რეალის" ბრაზილიის ნაკრებში გაცვლა“

„რომას" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიუმ, ისაუბრა ჭორებზე, რომლებსაც მადრიდის „რეალის" მწვრთნელ კარლო ანჩელოტის ბრაზილიის ნაკრების დამრიგებლად დანიშვნას უკავშირებენ.

„ვფიქრობ, მხოლოდ ჩემსავით გიჟს შეუძლია დატოვოს ისეთი დიდი კლუბი, როგორიც „რეალია". რა თქმა უნდა, თუ არ გაგათავისუფლებენ. ერთ დროს „რეალი“ დავტოვე, თუმცა გუნდის ხელმძღვანელობას ჩემი დარჩენა სურდა.

დარწმუნებული ვარ, კარლო ბოლო მომენტში გადაიფიქრებს და როგორც კი ფლორენტინო პერესი დაურეკავს, დარჩენას გადაწყვეტს“, - ციტირებს პორტუგალიელი სპეციალისტის სიტყვებს ტვიტერში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

ანჩელოტი „რეალს" 2021 წლიდან წვრთნის. მისი ხელმძღვანელობით „სამეფო კლუბი“ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, მოიგო თასი, ქვეყნის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა და ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.

2023/2024 წლების სეზონში ჩატარებული 13 მატჩიდან 32 ქულით „რეალი“ პრიმერას სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა.

0.137176