ფეხბურთი

12:39 | 23.11.2023 | ნანახია NaN - ჯერ

ბალოტელი: „ასეთი პენალტი ჩემთვის რომ არ დაენიშნათ, გავგიჟდებოდი“

იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, მარიო ბალოტელიმ, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურის მატჩში უკრაინელი თავდამსხმელის, მიხაილო მუდრიკის წაქცევისთვის 93-ე წუთზე არდანიშნულ პენალტზე ისაუბრა. შეხვედრა ანგარიშით 0:0 დასრულდა.

„ეს ნამდვილად პენალტი იყო. ევროპის ჩემპიონატზე მივდივართ, მაგრამ ერთ რამეზე ვიფიქროთ: პირიქით რომ მომხდარიყო, რა რეაქცია გვექნებოდა? იმ ეპიზოდში მუდრიკმა გაასწრო კრისტანტეს და მას ეუხეშნენ, ამაში ეჭვი არ მეპარება, ასეთი პენალტი ჩემთვის რომ არ დაენიშნათ, გავგიჟდებოდი“, - ციტირებს ბალოტელის სიტყვებს Tuttomercatoweb.

იტალიის ნაკრებმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და ტურნირის ფინალურ ეტაპზე გავიდა. უკრაინის ნაკრებმა, თავის მხრივ, მესამე ადგილი დაიკავა და ევრო 2024-ის საგზურის მოპოვებას ერთა ლიგის ფლეი-ოფში ეცდება.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:13 | 03.09.2018
zviadi-shxefi (6306)

მეტი მეწერა მაგრამ შალკემ გამისხა

10:17 | 03.09.2018
mjgiri (8951)

ხოდა გამიფუჭა ექსპრესი

10:10 | 03.09.2018
temo11 (1791)

ტოტენჰემის გუნდობას ...

01:02 | 03.09.2018
nugo-cule (213)

კარგია მოგება და ასე უნდა გავაგძელოთ მოგებები ლივერპულამდე ყველა მოსაგებია, და თან ლივერპულს ისეთი რთული კალენდარი აქვს შეილება მისი სახლში დამარცხება

0.071183