ფეხბურთი

11:50 | 23.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

კენი ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს

ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სტივენ კენიმ, თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც გუნდმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური ვერ მოიპოვა.

„აღმასრულებელი დირექტორის ჯონათან ჰილისა და ფეხბურთის დირექტორის მარკ კენჰემის გამოსვლის შემდეგ, ირლანდიის საფეხბურთო ასოციაციის საბჭომ გადაწყვიტა, მთავარ მწვრთნელ სტივენ კენის კონტრაქტი აღარ გაუგრძელოს.

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მთლიანობაში გაანალიზების შემდეგ დაასკვნეს, რომ სასურველ მიზანს ვერ მიაღწიეს, ამიტომ საბჭო თანხმდება, რომ ახლა არის შესაფერისი დრო ცვლილებებისთვის

ამჟამად მიმდინარეობს ახალი მთავარი მწვრთნელის შერჩევის პროცესი“, - იუწყება ირლანდიის საფეხბურთო ასოციაციის ოფიციალური ვებ-გვერდი.

0.115758