ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იაროსლავ შიჰლავიმ თანამდებობა დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა.
"მიუხედავად იმისა, რომ ახლა ბედნიერები ვართ, თამაშის დაწყებამდე უკვე გადავწყვიტეთ, რომ თანამშრომლობა არ გაგვეგრძელებინა", - განაცხადა 62 წლის სპეციალისტმა.
ჩეხეთის ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში შინ უშუალო კონკურენტ მოლდოვას 3:0 აჯობა და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, რაც ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად საკმარისი იყო.
იაროსლავ შიჰლავის თავის დროზე „პლზენში“, ლიბერეცის „სლოვანში“, „იაბლონეცში“, „დუკლასა“ და „სლავიაში“ აქვს ნამუშევარი, ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელი კი 2018 წლიდან იყო.