ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფაბიო კანავარომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ქართველმა უნიკალური თვისებები აქვს, მაგრამ „ოქროს ბურთის“ მოსაგებად წლების განმავლობაში სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშია საჭირო.
„როგორც ბუფონმა თქვა, კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ პოტენციური კანდიდატია? მას აქვს უნიკალური, ტოპ-ფეხბურთელის თვისებები. ჩემი აზრით, უნდა გაიზარდოს, უნდა გააცნობიეროს, რომ 7-8 თვე საკმარისი არ არის, აუცილებელია უფრო ხანგრძლივი სტაბილურობა და წინსვლა.
დე ლაურენტისთან კონტაქტი? არა, არანაირი კონტაქტი არ ყოფილა „ნაპოლიში“ ჩემს მწვრთნელობაზე. მე და პაოლო (მისი ძმა - რედ) „სტადიო მარადონაზე“ „ემპოლისთან“ მატჩის საყურებლად წავედით, რასაც ხშირად ვაკეთებთ, პრეზიდენტი კი თავაზიანად მოიქცა და მის გვერდით მიგვიპატიჟა ტრიბუნებზე, მეტი არაფერი იყო.
მაძარის „ნაპოლი?“ გარსიასთან ერთად გუნდმა თამაშის სტილი დაკარგა, რომელიც მეტ-ნაკლებად ყველას მოსწონდა. „ნაპოლი“ მიჩვეული იყო ბურთით და ბურთის გარეშე მეტოქისთვის სირთულეების შექმნას, ბოლო თვეებში ეს თვისებები დაიკარგა. გუნდი ძლიერია და მაძარი არის მწვრთნელი, რომელიც იცნობს გარემოს და ყველა ელის, რომ გუნდი ლამაზ ფეხბურთს დაიბრუნებს“, - თქვა კანავარომ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ჯანლუიჯი ბუფონმა ისაუბრა კვარაცხელიაზე და აღნიშნა, რომ მას ყველაფერი აქვს მომდევნო წლებში „ოქროს ბურთისთვის“ კილიან მბაპეს და ერლინგ ჰოლანდს შეეცილოს.