ფეხბურთი

17:55 | 22.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

რეკორდი მხოლოდ ესპანეთის ხელშია: ბრაზილიის ისტორიული მარცხი "მარაკანაზე"

ბრაზილიის ნაკრებმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა და რაც ყველაზე საინტერესოა, ისტორიაში პირველად წააგო შინ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი.

„სელესაოს“ ნიკოლას ოტამენდის გოლით არგენტინამ მოუგო. ბრაზილიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საკუთარ მოედანზე აქამდე წაგება არ ჰქონდა. დიდებული სერია 1954 წლიდან იწყებოდა - 51 მოგება, 13 ფრე.

ახლა მხოლოდ ესპანეთის ნაკრებია, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე შინ თამაში არასდროს წაუგია. „ფურია როხას“ სერია 1934 წლიდან იწყება - 52 მოგება, 10 ფრე.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრები კონმებოლის ზონაში 6 ტურის შემდეგ 7 ქულით მეექვსე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118738