არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ ბრაზილიასთან მატჩის შემდეგ ისაუბრა და არგენტინელი ფანები შეიძლება ითქვას, რომ შეაშინა.
როგორც სკალონის განცხადებიდან ჩანს, არაა გამორიცხული „ალბისელესტე“ დატოვოს:
„ამჟამად ბევრ რამეზე უნდა დავფიქრდე, შეფასებები უნდა გავაკეთო. ამ ფეხბურთელებმა იმდენი მომცეს, რომ ყოველთვის შენგანაც ბევრს მოითხოვს. ეს არ არის დამშვიდობება, მაგრამ მოთხოვნები ძალიან მაღალია. ამ გუნდს სჭირდება მწვრთნელი, რომელსაც აქვს ყველანაირი ენერგია. ეს ვუთხარი პრეზიდენტს და ვეტყვი ფეხბურთელებს“, - თქვა სკალონიმ.
შეგახსენებთ, რომ ლიონელ სკალონიმ არგენტინის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატი და კოპა ამერიკა მოაგებინა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სკალონიზე უკეთესად ამ არგენტინაში შეიძლება მართლა გვარდიოლამაც ვერ იმუშავოს.ეს არ ნიშნავს იმას რომ სკალონი გვარდიოლას ჯობია,რა სისულელეა,უბრალოდ ტიპი მართლა მაგრად მოერგო სიტუაციას და მასეთ დროს არაფერია შესაცვლელი.მზის მეტი სკალონის არავინ არ გაუშვებს დღეს
აი შეიძლება სკალონიმ საკლუბო ფეხბურთში ვერც ვერაფერს მიაღწიოს.
შეიძლება ვერც სხვა ნაკრებში ივარგოს.
ტიპი საჭირო დროს, საჭირო ადგილზე მოხვდა, საჭირო იდეებით და უნარებით.
ზუსტად მოარტყა როგორი გუნდი უნდა აეშენებინა მესის ირგვლივ და ყველაფერი იდეალურად გამოუვიდა.
არგენტინის სიძლიერე არის მყარ და შეკრულ ნახევარდაცვაში, რომელიც ითამაშებს გამოკვეთილ ლიდერზე და სრულ კომფორტს შეუქმნის მას.
ბილარდოც ამას აკეთებდა მარადონას ხანაში და 2014-ში საბელიაც. არც სკალონის დაუწყია ველოსიპედის გამოგონება.
როცა მწვრთნელი კარგად მუშაობს და შედეგები აქვს,იქ არაფერი არაა შესაცვლელი.არ აქვს მნიშვნელობა ვინაა,სკალონი თუ გვარდიოლა.ამიტომ აუცილებლად უნდა დარჩეს მინიმუმ 2026-ის მუნდიალამდე.რომც ვერაფერი ქნან მაგ მუნდიალზე,სკალონიზე ცუდს მაინც არავინ არ იტყვის.ასე უცებ გამოსვლა და თან ვითომ მიდის და თან ჯერ არ გადაუწყვეტია,რაღაცის მანიშნებელია.ვიღაცამ უეჭველი შეუქმნა პრობლემები
ვიღაცას უნდა ამის მოშორება.ძლივს ერთი მწვრთნელი გამოადგათ,არც ელოდნენ თან არაფერს ამისგან და იმასაც იშორებენ