ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპი დასრულდა და უკვე ცნობილია 24-დან 21 მონაწილე ნაკრები, ხოლო დანარჩენი სამი მარტში, პლეი-ოფის მეშვეობით გაირკვევა.
გუშინ გაირკვა საქართველოს ნაკრების მეტოქეც. მოგეხსენებათ, ვილი სანიოლის გუნდი ნახევარფინალში ლუქსემბურგს შეხვდება, ხოლო თუ გაიმარჯვებს, ფინალში საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის უმჯობესს დაუპირისპირდება.
ამჯერად, A და B ლიგაში პლეი-ოფის ყველა მონაწილეც გახდა ცნობილი, თუმცა წყვილები წილისყრის შემდეგ დადგინდება. მოცემულობა სამივე ლიგაში ასეთია:
C ლიგის პლეი-ოფი
საქართველო - ლუქსემბურგი (21 მარტი)
საბერძნეთი - ყაზახეთი (21 მარტი)
ფინალი (26 მარტი)
A ლიგის პლეი-ოფი
პოლონეთი - ესტონეთი (21 მარტი)
უელსი - ფინეთი, უკრაინა ან ისლანდია (21 მარტი)
ფინალი (26 მარტი)
B ლიგის პლეი-ოფი
ისრაელი - უკრაინა ან ისლანდია (21 მარტი)
ბოსნია - ფინეთი ან უკრაინა (21 მარტი)
ფინალი (26 მარტი)
ევრო 2024-ის საგზური უკვე მოპოვებული აქვს გერმანიას, პორტუგალიას, საფრანგეთს, ესპანეთს, ბელგიას, ინგლისს, დანიას, თურქეთს, უნგრეთს, ავსტრიას, ალბანეთს, რუმინეთს, შვეიცარიას, შოტლანდიას, სლოვაკეთს, ნიდერლანდებს, სერბეთს, სლოვენიას, ჩეხეთს, იტალიასა და ხორვატიას.
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 2 დეკემბერს, ჰამბურგში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ წილისყრა ჩატარდება პლეი-ოფის მატჩებამდე, შესაბამისად, პლეი-ოფის მონაწილეები ჯგუფებში წინასწარ განაწილდებიან. 23 ნოემბერს წილისყრით გაირკვევა პლეი-ოფის ფინალის მასპინძლები, გარდა ამისა, A და B ლიგის წყვილები.