სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

23:57 | 21.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

აურელიო დე ლაურენტისი: "იტალიამ უკრაინასთან მატჩი მოიპარა"

„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი იტალია-უკრაინის მატჩს გამოეხმაურა, რომლებმაც ევრო 2024-ის საგზური ერთმანეთში გაითამაშეს.

დე ლაურენტისის თქმით, პენალტი იყო უკრაინელთა სასარგებლოდ და შესაბამისად იტალიამ თამაში მოიპარა.

„იტალიის ნაკრებმა კარგად ითამაშა, მაგრამ მატჩი მოიპარა, რადგან პენალტი იყო“, - აღნიშნა აურელიომ, რომელსაც ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან თბილი ურთიერთობა ნამდვილად არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ იტალიამ უკრაინას ურთიერთშეხვედრებში აჯობა და ევრო 2024-ზე ითამაშებს, ხოლო უკრაინელებს შანსი პლეი-ოფში ექნებათ.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.114848