საფრანგეთის ნაკრებმა გიბრალტარი 14:0 გაანადგურა, რის შედეგადაც რეკორდი დაამყარა - ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ყველაზე დიდი ანგარიშით მოიგო.
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც დიდიე დეშამი ფეხბურთელებს მიმართავს შესვენებაზე და მათ მეტოქის განადგურებისკენ მოუწოდებს.
„ბიჭებო, პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ, მაგრამ მეორე ტაიმშიც იგივე გავაკეთეთ. ყველაფერი მარტივადაა, გაიტანეთ გოლი, როცა ეს შესაძლებელი იქნება. 7:0-ს ვიგებთ, მაგრამ ლიმიტი არ არსებობს. როგორც ვიცით, რეკორდი 10:0-ია, შეგიძლიათ ეს რეკორდი მოხსნათ, თავს ნუ შეიკავებთ“, - უთხრა მან გასახდელში ფეხბურთელებს.