კალათბურთი

17:50 | 20.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ბურჯანაძე მოედანს 7 ქულითა და მოგებით დაუბრუნდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, ბექა ბურჯანაძე, რომელიცც ბოლო თვეებში ტრავმის გამო არ თამაშობდა, მოედანზს დაუბრუნდა. ტრავმირებულ მოთამაშეს კონტრაქტი ამ სეზონის წინ ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონის გუნდმა ლეიმა ბასკეტ კორუნამ გაუფრომა და ჩემპიონატის საწყისი 7 მატჩი უქართველოდ ითამაშა.

ბურჯანაძემ ხანგრძლივი უქმობისა და გადატანილი ტრავმის კვალობაზე საკმაოდ შედეგიანად ითამაშა. ლეიმა ბასკეტი მე-8 ტურში ოვიედოს შეხვდა და 88:77 იმარჯვა, ბექამ კი 17 წუთში 7 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა. მან 3-დან 2 სამქულიანი და საჯარიმო ჩააგდო, 2 ორქულიანი ააცილა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, ქართველის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 2-ჯერ დაირღვა.

ლა კორუნიელებს 8 მატჩიდან 6 აქვთ მოგებული (მე-3 ადგილზე არიან) და თუკი ასე გააგრძელეს, უდავოა, რომ ესპანეთის რანგით მე-2 დივიზიონიდან (LEB Gold) ელიტარულ ლიგა ენდესაში გადასასვლელად იბრძოლებენ. ბურჯანაძის კლუბს მომდევნო შეხვედრა 24 ნოემბერს სტუმრად ტიზონა ბურგოსთან ელით.

GBF.GE

0.113572