ფეხბურთი

16:48 | 20.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

გავისთვის სეზონი დასრულდა და ევროპის ჩემპიონატზეც ვერ ითამაშებს

„ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი გავი მიმდინარე სეზონში ვერ ითამაშებს. სამედიცინო გამოკვლევამ მძიმე დაზიანება დაადასტურა.

გავიმ მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და საოპერაციოა. მას გამოჯანმრთელებისთვის 7-9 თვე დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ არათუ მიმდინარე სეზონში ვერ ითამაშებს, არამედ ევროპის ჩემპიონატსაც გამოტოვებს.

გავიმ მუხლის ტრავმა საქართველოს ნაკრებთან მატჩში მიიღო, როდესაც მოედანზე ფეხი ცუდად დადგა და 26-ე წუთზე შეცვალეს.

აღსანიშნავია, რომ "ბარსელონას" ხელმძღვანელობა ძალიან გაბრაზებულია ესპანეთის ნაკრების მიმართ, რადგან 19 წლის ფეხბურთელი "ფურია როხასთვის" უმნიშვნელო შეხვედრაში ათამაშეს. ბოლო დროს სანაკრებო მატჩებში მძიმე ტრავმები მოხშირდა. მანამდე მადრიდის "რეალს" ნაკრებებში ედუარდო კამავინგა და ვინისიუსი დაუშავდა, წინა თვეში კი უმძიმესი დაზიანება ბრაზილიის ნაკრებში ნეიმარმაც მიიღო.

0.135226