ფეხბურთი

15:43 | 20.11.2023 | ნანახია NaN - ჯერ

გურამ კაშია: "გუნდში ისეთი ხასიათია, მჯერა, რომ პლეი-ოფში წარმატებას მივაღწევთ"

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ ესპანეთთან მატჩის (1:3) შემდეგ ისაუბრა. მან განაცხადა, რომ გუნდის ამჟამინდელი მენტალიტეტიდან გამომდინარე მარტში, პლეი-ოფში კარგი შედეგის ჩვენების იმედი აქვს.

"ისეთი განწყობაა და მენტალიტეტი გვაქვს, ისეთი ბრძოლისუნარიანი ხასიათი გაჩნდა გუნდში, რომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომდევნო ორ მატჩს წარმატებით ვითამაშებთ. ძალიან რთული იქნება, მაღალი წნეხი იქნება, თუმცა ჩვენი გუნდის იმედი მაქვს. ვიმედოვნებ, ყველა ჯანმრთელად იქნება და აუცილებლად წარმატებისთვის ვიბრძოლებთ", - თქვა კაშიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი A ჯგუფში 8 ქულით მეოთხე ადგილზე დაასრულა.მომდევნო მატჩს კი, ევრო 2024-ის პლეი-ოფის ნახევარფინალში 21 მარტს ჩაატარებს, მეტოქე ლუქსემბურგის ან აზერბაიჯანის ნაკრები იქნება.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

02:32 | 11.12.2022
KoRBeN DaLLaS (24842)

ვაბშე მაროკოელი მსაჯები რომ დაენიშნათ ამ თამაშზე, მგონი ნაკლებად გაღიზიანდებოდნენ ესენი ))

11:18 | 11.12.2022
london (1032)

მაროკოელზეც არ არის. არგენტინელი მსაჯები პერვერტების სამკლაურით და პეპე სამარე იქნებოდა. შენც გაგისწორდებოდა დდდდ

01:11 | 11.12.2022
Bachana705 (373)

რაღა ეს და რაღა ხაბეიშვილი. 2 olo

00:03 | 11.12.2022
O. Mertskhali (8101)

შენ 'ვაფშე' დედაც არ გეტიროს, ფრთხილად იყავი..

0.079851