ფეხბურთი

15:34 | 20.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია: "მიუხედავად იმისა, რომ ვერ მოვიგეთ, ნაყოფიერი შეკრება გამოვიდა"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ესპანეთთან მატჩის (1:3) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ნაყოფიერი შეკრება გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვება ვერ მოიპოვეს.

ვფიქრობ, ეს შეკრება ძალიან ნაყოფიერი გამოდგა, მიუხედავად იმისა, რომ ვერც ერთი თამაში მოვიგეთ. ორ ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ, მაგრამ ორივესთან მოვახერხეთ გოლის გატანა, თას კარგად ვიცავდით, კარგად ვითამაშეთ და ჩემი აზრით, ორივე შეხვედრაში მეტი დავიმსახურეთ, ვიდრე შედეგი ტაბლოზე აისახა. მარტისთვის მაქსიმალურად მოვემზადებით, იმედია, ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად ვიქნებით და გავაკეთებთ იმას, რის გამოც ამდენი წელია ვშრომობთ", - თქვა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი A ჯგუფში 8 ქულით მეოთხე ადგილზე დაასრულა.მომდევნო მატჩს კი, ევრო 2024-ის პლეი-ოფის ნახევარფინალში 21 მარტს ჩაატარებს, მეტოქე ლუქსემბურგის ან აზერბაიჯანის ნაკრები იქნება.

0.121087