ჩოგბურთი

23:20 | 19.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნოვაკ ჯოკოვიჩმა წლის შემაჯამებელი ტურნირი მოიგო

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ტურინში გამართული 2024 წლის შემაჯამებელი ტურნირი მოიგო. სერბმა ფინალში მასპინძელი იანიკ სინერი უშანსოდ დაამარცხა.

ნოვაკმა რეიტინგის მეოთხე ნომერ იტალიელს 6:3, 6:3 აჯობა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

სერბს სინერმა ჯგუფურ ეტაპზე მოუგო (2:1) და ჯოკოვიჩი ჯგუფიდანაც იტალიელის დამსახურებით გავიდა, რომელმაც ბოლო ტურში „ნოლეს“ კონკურენტს მისთვის არაფრის მომცემ შეხვედრაში აჯობა.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა კარიერაში 98-ე ტურნირი მოიგო, წლის შემაჯამებელი ტურნირის გამარჯვებული კი მეშვიდედ გახდა, რითაც როჯერ ფედერერს გადაასწრო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112697