საქართველოს ეროვნული ნაკრები მიმდინარე წელს ბოლო მატჩს ვალიადოლიდში, ესპანეთის ნაკრებთან ჩაატარებს, რითაც ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპსაც დაასრულებს.
მატჩის დაწყებამდე ცოტა დრო რჩება და ცნობილია ორივე გუნდის ძირითადი შემადგენლობა. ვილი სანიოლმა პრაქტიკულად ის თერთმეტი ფეხბურთელი შეარჩია, რომლებმაც შოტლანდიასთან დაიწყეს თამაში. გამონაკლისი ლევან შენგელიაა, რომელიც ტრავმის გამო გუნდთან ერთად არაა და ირაკლი აზაროვმა შეცვალა.
ესპანეთი (4-3-3): სიმონი; კარვახალი, ლე ნორმანი, მარტინესი, გაია; გავი, როდრი, ფაბიან რუისი; ფერან ტორესი, მორატა, უილიამსი
საქართველო (3-4-2-1): მამარდაშვილი; კვირკველია, კაშია, ლოჩოშვილი; კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კვეკვესკირი, აზაროვი; ჩაკვეტაძე, კვარაცხელია; მიქაუტაძე
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს A ჯგუფში ჩატარებულ შვიდ მატჩში 8 ქულა აქვს მოპოვებული და მეოთხე ადგილზეა. ამ ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთი და შოტლანდია გავიდნენ, ხოლო საქართველოს შანსი მარტში, პლეი-ოფში ექნება.