ფეხბურთი

20:49 | 19.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

სერბეთი ევროპის ჩემპიონატზე გავიდა

სერბეთის ნაკრები ევრო 2024-ზე ითამაშებს, რაც პირველად მოხდება. საქმე ისაა, რომ სერბებმა ბოლოს ევროპის ჩემპიონატზე 2000 წელს ითამაშეს, ჯერ კიდევ იუგოსლავიის შემადგენლობაში.

შესაძლოა, უცნაურია, მაგრამ ასეა - სერბეთი აქამდე მსოფლიოს ჩემპიონატზე გადიოდა, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევას კი ვერ ახერხებდა.

დრაგან სტოიკოვიჩის გუნდმა ამჯერად ნავსი გატეხა და G ჯგუფში 14 ქულით მეორე ადგილი დაიკავა. სერბეთს ბოლო ტურში საკუთარ მოედანზე ბულგარეთთან ფრეც ეყო, რადგან მისი კონკურენტი მონტენეგრო უნგრეთთან დამარცხდა.

ევრო 2024-ის საგზური მასპინძელი გერმანიის გარდა, უკვე მოიპოვეს პორტუგალიამ, საფრანგეთმა, ინგლისმა, ბელგიამ, ესპანეთმა, ავსტრიამ, შოტლანდიამ, თურქეთმა, უნგრეთმა, სლოვაკეთმა, ალბანეთმა, დანიამ, შვეიცარიამ, რუმინეთმა, ნიდერლანდებმა და სერბეთმა.

კიდევ 3 მონაწილე საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო დღეს, 20 ნოემბერს გაირკვევა (იტალია ან უკრაინა, სლოვენია ან ყაზახეთი, ჩეხეთი ან მოლდოვა), ხოლო ბოლო 4 საგზური მარტში, პლეი-ოფში გათამაშდება, სადაც საქართველოს ნაკრებიც ითამაშებს.

სერბეთი - ბულგარეთი 2:2 (1:0)

გოლები: 1:0 ველიკოვიჩი (17), 1:1 რუსევი (59), 1:2 დესპოდოვი (69), 2:2 ბაბიჩი (82)

უნგრეთი - მონტენეგრო 3:1 (0:1)

გოლები: 0:1 რუბეჟიჩი (36), 1:1 სობოსლაი (67), 2:1 სობოსლაი (68), 3:1 ნაგი (90)

1. უნგრეთი 8 5 3 0 16 7 9 18
2. სერბეთი 8 4 2 2 15 9 6 14
3. მონტენეგრო 8 3 2 3 9 11 -2 11
4. ლიეტუვა 8 1 3 4 8 14 -6 6
5. ბულგარეთი 8 0 4 4 7 14 -7 4
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115361