ფეხბურთი

17:51 | 19.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

დე ხეამ "ალ-ნასრს" უარი თვეში 500 000 ევროზე უთხრა

დავიდ დე ხეა გასული სეზონის დასრულების შემდეგ უგუნდოდაა, მაგრამ როგორც გაირკვა, მას „ალ-ნასრი“ ეპატიჟებოდა.

არაბული კლუბი მზად იყო დე ხეასთვის თვეში 500 000 ევროზე მეტი გადაეხადა ხელფასის სახით, მაგრამ მან „ალ-ნასრში“ გადასვლაზე უარი თქვა. ესპანური მედიის ცნობით, დე ხეას ცოლს არაბეთში საცხოვრებლად გადასვლა არ სურდა, რის გამოც ტრანსფერი არ შედგა.

ჯერჯერობით, უცნობია სად გააგრძელებს კარიერას 32 წლის ესპანელი მეკარე, მაგრამ ყველაზე მეტად ამერიკული ვარიანტია მოსალოდნელი.

0.121676