რაგბი

16:22 | 19.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ლელო 93:0 აკადემია

დიდი 10-ის მე-8 ტურის დედაქალაქურ დერბიში, ‘ლელომ’ ‘აკადემიას’ 15 უპასუხო ლელო გაუტანა და 93:0 დაამარცხა.

გამარჯვებულთაგან ლელოები არჩილ აბესაძემ, ვაჟა მიქაძემ (3), საბა არჩვაძემ, ნიკა სვიმონიშვილმა, ბექა ყორიაულმა, სანდრო ქოიავამ, გიორგი შამათავამ, ლუკა სახელაშვილმა, ჯაბა სიხარულიძემ, სანდრო დარძულიძემ (2), გიორგი ჩიქოვანმა და რატი ბერაიამ გაიტანეს. 9-იდან 8 გარდასახვა ირაკლი ყიასაშვილმა, ხოლო ერთი მატჩის საუკეთესო მოთამაშემ ვაჟა მიქაძემ შეასრულა.

‘ლელო’ 8 თამაშიდან 30 ქულით პირველ ადგილზე გადავიდა და კონკურენტის (‘ყოჩები’ 27 ქულა) ხვალინდელ თამაშს ელოდება. ‘აკადემია’ 0 ქულით ბოლო ადგილზეა.

GBF.GE

0.119243