„სან ანტონიო სპურსი“ ძალიან ცუდ ფორმაშია და NBA-ში ზედიზედ მერვედ დამარცხდა. გრეგ პოპოვიჩის გუნდმა საკუთარ მოედანზე „მემფისთან“ 108:120 დამარცხდა.
სანდრო მამუკელაშვილმა ამჯერად 11:18 წუთი ითამაშა, რა დროშიც 5 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 5-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
„სან ანტონიო“ 3 მოგებით და 10 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 21 ნოემბერს, შინ ლოს ანჯელეს „კლიპერსთან“ ჩაატარებს.