ევრო 2024 ერლინგ ჰოლანდის გარეშე ჩაივლის. ნორვეგიის ნაკრებმა ერთი თვის წინ შესარჩევი ეტაპიდან გასვლის შანსი დაკარგა, ამჯერად კი ერთა ლიგის გზით, პლეი-ოფში მოხვედრის შანსიც აღარ აქვს.
ნორვეგია B ლიგაში იყო, საიდანაც პლეი-ოფში ვეღარ მოხვდება. შედეგად, ნორვეგიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის არავითარი შანსი აღარ აქვს.
აქვე გეტყვით, რომ ნორვეგიამ ბოლოს დიდ ფორუმზე 2000 წელს იასპარეზა, როცა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფში ითამაშა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია