საფრანგეთის ნაკრებმა გიბრალტარს ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის მე-9 ტურის მატჩში 14:0 მოუგო...
ჰეთ-თრიქი მიითვალა კილიან მბაპემ (ერთი პენალტით, პლუს სამი საგოლე გადაცემა), დუბლი - ოლივიე ჟირუმ და კინგსლი კომანმა შეასრულეს. თითო მარკუს ტიურამმა, დებიუტანტმა უორენ ზაირ-ემერიმ, ჟონათან კლაუსმა, იუსუფ ფოფანამ, ადრიან რაბიომ და უსმან დემბელემ გაიტანეს. ერთიც საკუთარ კარში ეთან სანტოსმა შეაგდო.
ამრიგად, ფრანგებმა ერთ მატჩში ერთდროულად სამი რეკორდი დაამყარეს - ევროს შესარჩევი რეკორდი ერთ მატჩში გოლების რაოდენობით (ადრე გერმანიამ 13:0 მოუგო სან მარინოს), ფრანგების ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება (მანამდე აზერბაიჯანთან 10:0) და ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება ევროკვალიფიკაციის ისტორიაში (მანამდე ასევე გერმანია 13:0 სან მარინო).
ამ მატჩის შედეგის შემდეგ საფრანგეთის ნაკრები B ჯგუფში პირველ ადგილზეა და შვიდ მატჩში 21 შესაძლოდან 21 ქულა მოაგროვა. გიბრალტარი 0 ქულით ბოლო - მეხუთე ადგილზეა.