ფეხბურთი

22:45 | 18.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუის დე ლა ფუენტე: "საქართველო უნდა დავამარცხოთ"

ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ საქართველოსთან მატჩამდე ისაუბრა. როგორც მან თქვა, მის გუნდს შესარჩევი ეტაპის გამარჯვებით დასრულება სურს.

„გვინდა შესარჩევი ეტაპი გამარჯვებით დავასრულოთ. ზოგადად, ჯგუფში ყველა მატჩის მოგება გვინდოდა, მაგრამ ერთი წავაგეთ, ახლა კი გვინდა საქართველო დავამარცხოთ. ჩემს გუნდს მომატება შეუძლია, მაგრამ ამჟამად კმაყოფილი ვარ.

გადატვირთული კალენდარი? რაც არის, ესაა, პატივს ვცემთ. ტრავმის რისკი ყოველთვის არსებობს, რადგან ფეხბურთი ამის რისკს შეიცავს. მთავარი ფეხბურთელების ჯანმრთელობაა, მაგრამ ტრავმა ფეხბურთელმა შეიძლება კლუბშიც მიიღოს და ნაკრებშიც.

ლამინეს ესპანეთის ნაკრებში თამაში სურდა და ეჭვი არასდროს შეჰპარვია. ის 16 წლისაა და დიდი გზა აქვს გასავლელი, გაგვიმართლა, რომ ჩვენს გუნდშია, რადგან ძალიან ნიჭიერია“, - თქვა დე ლა ფუენტემ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 19 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116139