ფეხბურთი

21:20 | 18.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ფულემი” ტიმო ვერნერით დაინტერესდა

„ფულემის“ ხელმძღვანელობა „ლაიფციგისა“ და გერმანიის ნაკრების თავდამსხმელის, ტიმო ვერნერის შეძენის ვარიანტს განიხილავს - წერს Football Insider.

წყაროს ცნობით, ლონდონური კლუბის მთავარი მწვრთნელი, მარკო სილვა, ვერნერის ნიჭის დიდი გულშემატკივარია და მას გუნდის შემტევი პოტენციალის გასაძლიერებლად საუკეთესო ვარიანტად მიიჩნევს.

წყარო აღნიშნავს, რომ „ფულემს“ არ უნდა გაუჭირდეს თავად ფეხბურთელთან და მის აგენტებთან შეთანხმება, რადგან გერმანელის ყოველთვიური ხელფასი დაახლოებით 170 ათასი ევროა.

მიმდინარე სეზონში ვერნერმა ყველა ტურნირზე 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელებ შიც ორი ბირთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა. ჯამში, ფეხბურთელმა მოედანზე 370 წუთი გაატარა. გერმანელის მოქმედი კონტრაქტი „ლაიფციგთან“ 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

0.123674