ფეხბურთი

20:50 | 18.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდის „რეალმა" ტრავმირებული ვინისიუსის დიაგნოზი გამოაცხადა

მადრიდის „რეალისა" და ბრაზილიის ნაკრების გარემარბს, ვინისიუსს, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლო მატჩში კოლუმბიასთან (2:1) ბარძაყის ძვლის ბიცეფსის კუნთი გაუწყდა - გვამცნობს „სამეფო კლუბის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.

„რეალის" სამედიცინო სამსახურის მიერ დღეს ჩატარებული გამოკვლევის შემდეგ, ჩვენს ფეხბურთელ ვინისიუს ჯუნიორს დაუდგინდა მარცხენა ფეხის ბიცეფსის ბარძაყის კუნთის რღვევა, რამაც იმოქმედა ბარძაყზე", - ნათქვამია ესპანური კლუბის პრესსამსახურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ვინისიუსი მადრიდის „რეალში" 2018 წელს „ფლამენგოდან" 35 მილიონ ევროდ გადავიდა, ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

0.063382