ევროლიგის მეცხრე ტურში „ვირტუს ბოლონია“ ათენში, „პანათინაიკოსს“ დაუპირისპირდა და მარცხი განიცადა - 76:90.
ბოლო პერიოდის წინ ბოლონიელები ქულით იგებდნენ, მაგრამ დასკვნითი ათწუთეული საშინლად ჩაატარეს, რომელიც 15 ქულით წააგეს და საბოლოოდ, დამარცხდნენ.
თორნიკე შენგელია მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ორმაგი დუბლი შეასრულა. ქართველმა კალათბურთელმა 32 წუთში 17 ქულა, 11 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 13-დან 8 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 3 სამქულიანი ააცილა. შენგელიაზე შედეგიანი მხოლოდ მისი თანაგუნდელი მარკო ბელინელი (20 ქულა) და „პანათინაიკოსის“ წევრი კონსტანტინოს მიტოღლუ იყვნენ (24 ქულა).
„ვირტუს ბოლონია“ ევროლიგაში 6 მოგებით და 3 წაგებით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 23 ნოემბერს, „ფენერბაჰჩეს“ უმასპინძლებს.