ფეხბურთი

21:13 | 17.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ყაზახეთმა მოიგო და ევრო 2024-ზე გასვლის შანსს ბოლო ტურის წინ ინარჩუნებს

ყაზახეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსს საკვალიფიკაციო ეტაპიდან ინარჩუნებს.

ყაზახებმა შინ სან მარინოს ნაკრები მოლოდინისამებრ დაამარცხეს (3:1), რის შედეგადაც 9 ტურში 18 ქულით მესამე ადგილზე არიან.

ყაზახეთი მხოლოდ ქულით ჩამორჩება დანიას და სლოვენიას, რომლებიც დღეს ერთმანეთს ხვდებიან. ასე რომ, ყველაფერი ბოლო ტურში გაირკვევა: 20 ნოემბერს, ყაზახეთი სლოვენიას ესტუმრება და მოგების შემთხვევაში დიდი შანსია ევროპის ჩემპიონატზე გავიდეს (თუ დღეს სლოვენია დანიას ვერ მოუგებს).

ყაზახეთმა შესარჩენი ეტაპი თუ დაძლია, ევრო 2024-ის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქეებიც შეიცვლება...

0.112597